09/მაისი/2022
ევროპის დღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილნიუსის უნივერსიტეტის დელეგაციის და დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით აღინიშნა. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და ევროკავშირის სამართალში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა, 2022 წლიდან განხორციელდება. პროგრამის კურსდამთავრებულებს ორივე უნივერსიტეტის დიპლომები გადაეცემათ. 
07/მაისი/2022
2022 წლის 9 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილნიუსის უნივერსიტეტთან (ლიეტუვის რესპუბლიკა) თანამშრომლობით ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება 12:30 საათზე დაიწყება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის მუზეუმში ჩატარდება, რომელიც, სიმბოლურად, ევროპის დღეს მიეძღვნება. 
11/აპრილი/2022
2022 წლის 11 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორი საგანმანათლებლო პროგრამა - ევროკავშირის Erasmus+ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ჟან მონეს ევროპისმცოდნეობის ახალი საბაკალავრო პროგრამა და მოქმედი ინგლისურენოვანი ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა (Master’s in European Studies) რეაკრედიტაციის მიზნებისთვის ერთხმად დაამტკიცა. 
08/მარტი/2022
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით 2022 წლის 2-5 მარტს ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება” ფარგლებში მესამე და მეოთხე სამუშაო შეხვედრები გაიმართა
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012